"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი, რომელიც ხვალ, 8 აგვისტოს უნდა გამოცხადებულიყო, მეორედ გადაიდო - Palitra News

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი, რომელიც ხვალ, 8 აგვისტოს უნდა გამოცხადებულიყო, მეორედ გადაიდო

2025-08-07 20:43:19+04:00

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი, რომელიც ხვალ, 8 აგვისტოს უნდა გამოცხადებულიყო, მეორედ გადაიდო. ბრალდებულის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე ვარაუდობს, რომ განაჩენი ალბათ, მომდევნო კვირაში იქნება ცნობილი. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას 28 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, მხარეთა რეპლიკების მოსმენის შემდეგ, ნაჭყებიამ მოულოდნელად, ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე სხდომა გაურკვეველი ვადით გადადო. ანატოლი გიგაურს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.