2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატისაცემად გმირთა მემორიალთან მოქალაქეები იკრიბებიან - მათ შორის არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მოქალაქეებმა პასუხი პრიტესტით გასცენ, ხოლო ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ოკუპანტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს და ქვეყანაც დასავლეთის ნაცვლად, ჩრდილოეთის კურსით მიყავთ. გმირთა მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით რუსთველის გამზირზე გადაინაცვლებენ. ადგილზე იმყოფება სალომე ჯაფარიძე, ის პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება და უფრო დეტალურად ისაუბრებს.