რუსეთი და აშშ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ - ლიდერების შეხვედრის მიზნობრივ თარიღად მომავალი კვირაა განსაზღვრული. ამჟამად, სამიტის ჩასატარებლად განსაკუთრებული მუშაობა მიმდინარეობს. ამავდროულად, აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრას არ გამორიცხავს დონალდ ტრამპი, რასაც რუსული მხარე ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს. ლიდერების შეხვედრამდე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლისა და აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა შედგა. - რა გზავნილები აქვთ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მყოფ მხარეებს და გეგმავს თუ არა ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას.