ლევან ხაბეიშვილი - ვეუბნები ივანიშვილს, დაელოდოს 4 ოქტომბერს, რა განაჩენს გამოუტანს ხალხი, ოღონდ ქუჩაში და არა მის სპეცოპერაციაში - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი - ვეუბნები ივანიშვილს, დაელოდოს 4 ოქტომბერს, რა განაჩენს გამოუტანს ხალხი, ოღონდ ქუჩაში და არა მის სპეცოპერაციაში

2025-08-07 15:39:47+04:00

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ 2 232-ი შეადგინა, მათ შორის, 1045 პირი სამხედროა. დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს პატივი მიაგეს.