სიონის საკათედრო ტაძარში ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა - Palitra News

სიონის საკათედრო ტაძარში ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

2025-08-07 15:37:14+04:00

სიონის საკათედრო ტაძარში ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა იგი ბოლო გზაზე გააცილეს. მისმა შემოქმედებამ ქართულ კულტურაში უდიდესი კვალი

დატოვა. "შერეკილები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ - ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელმაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არაერთ თაობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ქართველ რეჟისორს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.