პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის ინფორმაციით, დათაშვილთან “გუშინ, ჩუმად სამხარაულის ექსპერტები შეაპარეს, რათა ექსპერტიზაზე მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა არ მომხდარიყო“.
ადვოკატის ცნობით, დათაშვილთან ექიმი ფსიქიატრი დავით მაღრაძე შევიდა.
“ერთის მხრივ, განჩინებაში ეწერა, რომ ნინოს სტაციონარული ექსპერტიზა უნდა ჩასტარებოდა. მეორე მხრივ, ჩაატარეს ამბულატორიული ექსპერტიზა. შეიყვანეს შეცდომაში სამხარაულის ბიუროც, თითქოს ამბულატორიული ექსპერტიზა იყო დანიშნული, მოტყუებით ჩაუტარეს მათ ნინოს გასაუბრება. რატომ ჩაუტარეთ ამბულატორიული ექსპერტიზა, თუ თვლით, რომ სტაციონარული იყო საჭირო? თუ თქვენ თვლით, რომ აუცილებელი იყო ნინოს სტაციონარში მოთავსება, რატომ შეაპარეთ ექსპერტები?
უპასუხეთ საზოგადოებას. ამის გამოსწორებას ცდილობენ ახლა“, - აცხადებს ადვოკატი გაბოძე.