გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი დასრულდა - ტურნირის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა - Palitra News

გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი დასრულდა - ტურნირის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა

2025-08-07 12:49:08+04:00

გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, ეროვნული გმირის შვილთან ერთად, გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადისა და უწყების სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების გუნდებს შესაბამისი სინჯის მედლები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა გადასცეს. გამარჯვებულმა გუნდებმა საჩუქრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგანაც მიიღეს.