ფაროსანას საწინააღმდეგოდ ფოთში 600 ჰა ფართობი დამუშავდა. სპეციალისტებმა ქალაქის შიდა და გარე პერიმეტრზე 600 ჰა ტერიტორია თერმული ნისლით დაამუშავეს. ღონისძიებების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია და ფოთის ვიცე-მერი დავით კვიციანი. წამლობა უსაფრთხოების წესების დაცვით, საღამოს საათებში მიმდინარეობს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებენ.