საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის სამი მენეჯერი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია ვირტუალური აქტივის და ნაღდი ფულის კონვერტაციას ახორციელებდა და ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებას ხელს უწყობდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაყადაღებულია აღნიშნულ პირთა ქონება და თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებული ოფისებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.