საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს მთავრობასა და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობაზე გამახვილდა. მხარეება განიხილეს მიმდინარე პროგრამები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა მიმართულებით. ამასთანავე აღინიშნა გაეროს მნიშვნელოვანი როლი მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროცესში.