აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დააწესა - ამერიკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-მ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ მიიღო. ტარიფების დაწესებას ინდოეთის საგარეო უწყება გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას უსამართლო, გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი უწოდა. ინდოეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.