ოპოზიციაში გამოეხმაურნენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მიიწვიეს. ხელისუფლების ოპონენტები ამ საქმეში მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. მათი შეფასებით, დანიის საგარეო უწყების ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ქმედებების ლოგიკური შედეგია. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ მმართველმა პარტიამ საქართველოს იზოლაციაში მოსაქცევად ყველაფერი გააკეთა, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ ამას არ ეთანხმებიან - მათი შეფასებით, დანიაში დაგეგმილ შეხვედრაზე არმიწვევა არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა შეწყდება.