ამ დრომდე უცნობია ვინ გაუწევს კონკურენციას მოახლოებულ არჩევნებზე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს - Palitra News

ამ დრომდე უცნობია ვინ გაუწევს კონკურენციას მოახლოებულ არჩევნებზე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს

2025-08-06 21:05:27+04:00

ამ დრომდე უცნობია ვინ გაუწევს კონკურენციას მოახლოებულ არჩევნებზე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველო“ ამ დრომდე მოლაპარაკების ეტაპზე არიან. გიორგი გახარიას გუნდში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ თბილისის მერის პოზიციაზე გიორგი შარაშიძის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავენ. ამავე დროს, ამ პოზიციაზე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მხრიდან ასევე განიხილება ალეკო ელისაშვილის კანდიდატურაც. აღსანიშნავია, რომ ამ ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით უკვე მიმართეს. როგორია პოლიტიკურ მხარეთა წინასაარჩევნო გეგმები .