გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო - Palitra News

გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

2025-08-06 20:25:34+04:00

გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. როგორც მოსამართლემ განმარტა, გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის გამო გამოიტანა. ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით ჰქონდა წარდგენილი. როგორც ცნობილია, პროკურატურაში გეგმავენ, რომ მოსამართლის ეს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.