მზია ამაღლობელის საქმეს საერთაშორისო გამოხმაურებებაც მოჰყვა - Palitra News

მზია ამაღლობელის საქმეს საერთაშორისო გამოხმაურებებაც მოჰყვა

2025-08-06 20:24:52+04:00

მზია ამაღლობელის საქმეს საერთაშორისო გამოხმაურებებაც მოჰყვა. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლისთვის 2-წლიანის პატიმრობის შეფარდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორების, მათ შორის ევროპარლამენტარებისა და საგარეო უწყების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საფუძველი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მათ მზია ამაღლობელს მხარდაჭერა გამოუცხადეს და საქართველოს სასამართლო სისტემა მორიგჯერ გააკრიტიკეს. უფრო კონკრეტულად როგორ გამოეხმაურნენ უცხოელი პარტიორები მზია ამაღლობელის საქმეს.