გიორგი ახობაძე - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ - სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები - Palitra News

გიორგი ახობაძე - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ - სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები

2025-08-06 16:42:31+04:00

ველა მედიასაშუალებას დიდი მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის - პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ,- ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ახობაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდგომ განაცხადა.

„ყველა მედიასაშუალებას დიდი მადლობას ვუხდი თანადგომისთვის, ასეთი დეტალური გაშუქებისთვის. ალბათ, სახლში რომ მივალ, შოკში ჩავვარდები, ისეთი მხარდაჭერა მქონდა თქვენგან. პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ.

არ მჯერა, აქ რომ ვარ ახლა, მადლობა გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა ახობაძემ.