პოლონეთი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დონალდ ტუსკზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა რიგი ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას რუსეთის დავალებით დივერსიული აქტების მოწყობის ბრალდებით 32 ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. როგორ გამოეხმაურნენ დონალდ ტუსკის ამ განცხადებას საქართველოში.