ამ დრომდე უცნობია ვინ გაუწევს კონკურენციას მოახლოებულ არჩევნებზე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერი საქართველო“ ამ დრომდე მოლაპარაკების ეტაპზე არიან. გიორგი გახარიას გუნდში კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ თბილისის მერის პოზიციაზე გიორგი შარაშიძის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავენ. ამავე დროს, ამ პოზიციაზე ასევე განიხილება ალეკო ელისაშვილიც. აღსანიშნავია, რომ ამ ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით უკვე მიმართეს. როგორია პოლიტიკურ მხარეთა წინასაარჩევნო გეგმები.