აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, „ლელო საქართველოს“ მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს - ამით უწყებაში გამოეხმაურნენ „ძლიერი საქართველოს“ გენერალუდი მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოპოზიციური კოალიციის ოფიციალური საბანკო ანგარიში დააყადაღა.
ამის საპასუხოდ, უწყებაში აცხადებენ, რომ აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. ბიუროს განმარტებით, ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს.
თავის მხრივ, როგორც კუპრაძემ განაცხადა, 5 დღის განმავლობაში ანტიკორუფციული სააგენტო თავს ესხმის კოალიცია „ლელო-ძლიერ საქართველოსა“ და მისი დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს.