ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა, - ამის შესახებ გერმანელი ევროპარლამენტარი, სერგეი ლაგოდინსკი X-ზე წერს.
„მზია ამაღლობელს ახლახან 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ევროპარლამენტარი და ევრონესტის თანათავმჯდომარე, ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, მამაცი ჟურნალისტი, რომელმაც ერთი სილის გაწვნისთვის პატიმრობაში 200 დღეზე მეტი გაატარა. მისი სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოს ხელისუფლება უფრო მკაცრად მოქმედებს: საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ აქტივებს ართმევს“, - წერს ლაგოდინსკი.
მისი თქმით, „საქართველოს მმართველმა პარტიამ სისხლისსამართლებრივი დევნის გზა უნდა მიატოვოს და მედიის თავისუფლებას პატივი სცეს“.