რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 12. უკრაინული - Palitra News

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 12. უკრაინული

2025-08-06 12:47:43+04:00

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა, დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 12. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. იერიშის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში, სულ მცირე, ცხრა შენობა დაზიანდა. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინიდან გაშვებული 51 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 16 დრონი ჩამოაგდეს როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე, 16 – ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 12 – ყირიმში, ოთხი – ვორონეჟში და სამი – ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე.