გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს მოქალაქე მდინარე ქსანზე ელექტრო იარაღით ახდენდა თევზჭერას.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდამრღვევს თევზჭერის აკრძალული საშუალება და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოართვეს და დალუქეს.
ელექტრო იარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია. დასჯადია მისი უკანონო ბრუნვაც.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2025 წელს უკანონო თევზჭერის 488 ფაქტი გამოავლინეს.