ლევან ღირსიაშვილი, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ფარჰად ჰაჯიევთან ერთად, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა - Palitra News

ლევან ღირსიაშვილი, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ფარჰად ჰაჯიევთან ერთად, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა

2025-08-06 12:44:08+04:00

საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ფარჰად ჰაჯიევთან ერთად, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

4-7 აგვისტოს ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, 50-მდე აზერბაიჯანელი ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტებისთვის ექსკურსიები, სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და კულტურული აქტივობა იმართება.

ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ანაკლიის ბანაკი მიმდინარე წელს 3000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. თითო ნაკადზე ბანაკი მასპინძლობს 18-25 წლის 240 სტუდენტს.