რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე - Palitra News

რას აცხადებენ პოლიტიკურ სპექტრში დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე

2025-08-06 12:39:27+04:00

კონკრეტული პირების მხრიდან განხორციელებული ქმედების შეფასება თუ ოპოზიციის დევნა - რეალურად რა მიზანს ემსახურება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა. არალეგიტიმური კომისიის მიერ მომზადებული არალეგიტიმური დოკუმენტი - სწორედ ასე აფასებს ოპოზოცია კომისიის წევრების მიერ მომზადებულ დასკვნას. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მმართველი გუნდის მხრიდან ოპონენტების დევნაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ დოკუმენტი ოპოზიციის აკრძალვის საფუძველი გახდება.