რა მოლოდინები აქვთ უფლებადამცველებს და ოპოზიციის წევრებს მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით - Palitra News

რა მოლოდინები აქვთ უფლებადამცველებს და ოპოზიციის წევრებს მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით

2025-08-06 12:37:37+04:00

დღეს გახდება ცნობილი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო განაჩენი - მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო სახელაშვილი გამოაცხადებს. წინა სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. მისი განცხადებით, ვერ დათანხმდება პროკურატურის შეთავაზებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.