ევროკავშირი ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის გამო, პეკინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს - Palitra News

ევროკავშირი ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის გამო, პეკინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს

2025-08-05 20:24:05+04:00

ევროკავშირი ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხარდაჭერის გამო, პეკინის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. - ევროკავშირმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დასავლურ მედიაში ჩინეთის მხრიდან რუსეთის საომარი აღჭურვილობით მომარაგების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ჩინეთი რუსეთში დრონების ძრავებს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით, “სამაცივრე მოწყობილობების“ სახელით აგზავნის. გავრცელებულმა ინფორმაციამ ბრიუსელის შეშფოთება გამოიწვია, ოფიციალურმა პეკინმა კი ბრალდებები უარყო. ქვეყანაში აცხადებდნენ, რომ ომის მიმდინარეობის პროცესში ჩინეთი მიუკერძოებელ პოზიციას იკავებს.