ნიდერლანდების შემდეგ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების შეძენის სურვილს ნორვეგია, შვედეთი და დანია გამოთქვამს - ქვეყნები უკრაინისთვის 420 მილიონ ევროს გამოყოფენ.
ნორვეგიის მთავრობის განცხადებით, შვედეთთან და დანიასთან ერთად ნატო-ს „უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში 420 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სამხედრო პაკეტს დააფინანსებს, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ომში მყოფი ქვეყნის დახმარების ინიციატივას ნატოს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა და ნორვეგიის, შვედეთისა და დანიის ლიდერებს მადლობა გადაუხადა. მარკ რუტემ განმარტა, რომ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უკრაინის დახმარება ომის დროულად დასრულების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია.