უკრაინის საპასუხო შეტევა რუსეთის ფედერაციას - რუსული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად როსტოვის ოლქში მდებარე სარკინიგზო სადგური და რკინიგზის ქვესადგური დაზიანდა. უკრაინული გამოცემების ინფორმაციით, სადგური როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზასთან მდებარეობს. დაზიანებული ქვესადგური კი იმ სამხედრო აეროდრომის სიახლოვესაა, რომლიდანაც უკრაინაზე დარტყმები ხორციელდება. მოგვიანებით დრონებით შეტევის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა როსტოვის ოლქის გუბერნატორმაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ოლქში 15 უკრაინული დრონი გაანადგურეს. მანამდე უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ვოლგოგრადის ოლქსაც შეუტია.