საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილე ლიდერებს თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა უმასპინძლეს. პრემიერმა კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აქცენტები გააკეთა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის - როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის - როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა მაღლი დონის შეხვედრებიც ჩაატარა.