საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტის, ონისე ცხდაძისა და კიდევ 9 პირის საქმე დასკვნით ეტაპზეა. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება მისცეს მსახიობებმა, მათ პროცესზე დეტალურად ისაუბრეს, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, ასევე როგორ ძალადობდნენ ე.წ. რობოკოპები მოქალაქეები და როგორ ცდილობდნენ აქციის მონაწილეები დაშავებულთა დახმარებას. პროცესზე ასევე, ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს.