7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მოსამართლის განაჩენს ელოდება - Palitra News

7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მოსამართლის განაჩენს ელოდება

2025-08-05 20:13:32+04:00

7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მოსამართლის განაჩენს ელოდება - ხვალ, 6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. აღსანიშნავია, რომ თავად დაკავებულმა ჟურნალისტმა საზოგადოებას, მთავრობას და საერთაშორისო პარტნიორებს სიტყვით მიმართა - მზია ამაღლობელი მხარდამჭერებს ამხნევებს და ამბობს, რომ საბოლოოდ პოლიტპატიმრები გაიმარჯვებენ. როგორ აფასებენ აღნიშნულ საკითხს მისი უფლებადამცველები და რას ამბობენ პოლიტიკური მხარეები.