ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა მიიღო. აღნიშნულ საქმეზე წინასაგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დაკავებული მიქაუტაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. აღსანიშნავია, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღეს სიტყვით ისარგებლა.