„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და პოლიტსაბჭოს წევრი გულიკო ზუმბაძე „ლილოს" მიმდებარედ არსებულ ნაგავსაყრელთან მივიდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასა და დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ეკისრება. ძლიერი საქართველოს წევრების განცხადებით, ლილოში მდებარე ნაგავსაყრელი ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება და ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯერ კიდევ 2014 წელს დავით ნარმანიას დროს უნდა მომხდარიყო, თუმცა ეს დაპირება არც მან და არც კახა კალაძემ არ შეასრულა.