25%-იანი სავაჭრო ტარიფების შემდეგ დონალდ ტრამპი ინდოეთისთვის ტარიფების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს - Palitra News

25%-იანი სავაჭრო ტარიფების შემდეგ დონალდ ტრამპი ინდოეთისთვის ტარიფების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

2025-08-05 12:47:25+04:00

25%-იანი სავაჭრო ტარიფების შემდეგ დონალდ ტრამპი ინდოეთისთვის ტარიფების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს - აშშ-ის პრეზიდენტმა ტარიფების გაზრდის მიზეზად ინდოეთის მხრიდან რუსული ნავთობის შესყიდვა დაასახელა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ინდოეთი რუსული ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას არა მხოლოდ ყიდულობს, არამედ შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს ღია ბაზარზე დიდი მოგების მისაღებად ყიდის. ტრამპის გადაწყვეტილებას ინდოეთის მთავრობაც ეხმაურება. ისინი აშშ-ის ლიდერის გადაწყვეტილებას არაგონივრულად აფასებენ და განმარტავენ, რომ ინდოეთი, როგორც ყველა მსხვილი ეკონომიკა, საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.