ნიდერლანდები უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკული შეიარაღების სისტემების პაკეტს გადასცემს. ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საჰაერო თავდაცვა და საბრძოლო მასალა საკუთარი თავისა და მთელი ევროპის რუსული აგრესიისგან დასაცავად სჭირდება. ნიდერლანდების გადაწყვეტილებას ნატო-ს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა. მარკ რუტემ “უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიის ინიციატივის“ ფარგლებში აშშ-ის შეიარაღების პირველი პაკეტის დაფინანსებისთვის ნიდერლანდებს მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან ნაბიჯებს სხვა პარტნიორებისგანაც ელოდება.