როგორ აფასებენ მზია ამაღლობელის საქმეს უფლებადამცველები და პოლიტიკური მხარეები - Palitra News

როგორ აფასებენ მზია ამაღლობელის საქმეს უფლებადამცველები და პოლიტიკური მხარეები

2025-08-05 12:35:26+04:00

7-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, კვლავ განაჩენის მოლოდინშია. ბათუმის სააპელაციო სასამართლოდან დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა საზოგადოებას, მთავრობას და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა - ამაღლობელი მხარდამჭერებს სიძლიერისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საბოლოოდ პოლიტპატიმრები გაიმარჯვებენ. ასევე ცნობილია, რომ ჟურნალისტის საქმეზე საბოლოო ვერდიქტს, მოსამართლე ნინო სახელაშვილი 6 აგვისტოს გამოაცხადებს. როგორ აფასებენ აღნიშნულ საკითხს უფლებადამცველები და პოლიტიკური მხარეები.