ჯო უილსონი - ჩვენ „MEGOBARI აქტი“ გვჭირდება! - Palitra News

ჯო უილსონი - ჩვენ „MEGOBARI აქტი“ გვჭირდება!

2025-08-05 09:55:03+04:00

ჩვენ „MEGOBARI აქტი“ გვჭირდება! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „250 დღის განმავლობაში, მამაცი ქართველი ხალხი ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ აპროტესტებს. ისინი ამ რეჟიმის მიერ მათი ქვეყნის კომუნისტური ჩინეთისთვის, თეირანის ტერორისტული რეჟიმისთვის და ომის დამნაშავე პუტინისთვის სრულად მიყიდვის დასრულებას მოითხოვენ. ჩვენ „MEGOBARI აქტი“ გვჭირდება!“, - წერს ჯო უილსონი.