ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთში მოსალოდნელ ვიზიტს, პუტინის პრესმდივანი გამოეხმაურა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი ყოველთვის მოხარულია, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის წარმომადგენლებს უმასპინძლოს.როგორც კრემლის პრესსპიკერი განმარტავს, არსებობს შანსი, რომ მიმდინარე კვირაში ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა გაიმართოს. პესკოვის თქმით, რუსეთი სტივ უიტკოფთან კონტაქტებს მნიშვნელოვნად, შინაარსობრივად და ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევს. იქამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში, სავარაუდოდ, 6 ან 7 აგვისტოს ჩავა.