უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომ „საკის“ დაარტყეს - Palitra News

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომ „საკის“ დაარტყეს

2025-08-04 20:42:19+04:00

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გასულ ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარე რუსულ სამხედრო აეროდრომ „საკის“ დაარტყეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შავ ზღვაზე რუსეთის ოპერაციებისთვის გადამწყვეტ საავიაციო ბაზაზე დარტყმის შედეგად ზიანი მიაყენეს სამ თვითმფრინავს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე ეს სამხედრო აეროდრომი 2022 წლის აგვისტოდან რამდენჯერმე იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე. 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ აეროდრომ „საკიზე“ დისლოცირებულია რუსეთის 43-ე საზღვაო მოიერიშე საავიაციო პოლკი. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ყირიმში და 18 - შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს.