საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა - დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს - Palitra News

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა - დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს

2025-08-04 20:42:06+04:00

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გადაწყვიტა - დანია, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, სექტემბერში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არ მოიწვევს, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუს“ წერილობით აცნობა, რითაც უპასუხა სააგენტოს შეკითხვას, რატომ არ არის საქართველო მიწვეული 1-2 სექტემბერს დანიაში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და თურქეთის წარმომადგენლები ესწრებიან.