საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა. დადებული დასკვნას პლენარულ სხდომაზე სექტემბრის დასაწყისში განიხილავენ.დასკვნა გასაჯაროებული ამ დრომდე არ არის. კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანის განმარტებით 430 გვერდიანი დოკუმენტი პლენარულ სხდომაზე განხილვის შემდეგ გასაჯაროვდება.მიღებულ დასკვნაში რიგ საკითხებზეა საუბარია, მათ შორის აგვისტოს ომზე, 2007 წლის 7 ნოემბერზე, გიორგი გახარიას პერიოდში ჩორჩანაში გახსნილ საგუშაგოსა და 2019 წლის 20 ივნისზე.მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რიგი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ლეგიტიმურობას.