რამდენიმე თვიანი განხილვა დასრულებულია - მოსამართლე, ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა - რაზე ისაუბრა დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა და როგორ წარიმართა დღევანდელი პროცესი, თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ეკა უშხვანი შემოგვიერთდება.