გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 9 აგვისტომდე შენარჩუნდება - Palitra News

გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 9 აგვისტომდე შენარჩუნდება

2025-08-04 17:29:35+04:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგან 38- 40 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა.

„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)”-აღნიშნულია ინფორმაციაში.