თეა წულუკიანი - კომისიის დასკვნა დღეს არ გასაჯაროვდება - მას სავარაუდოდ, სექტემბრის პირველივე დღეებში პლენარულ სხდომაზე წარვადგენთ - Palitra News

თეა წულუკიანი - კომისიის დასკვნა დღეს არ გასაჯაროვდება - მას სავარაუდოდ, სექტემბრის პირველივე დღეებში პლენარულ სხდომაზე წარვადგენთ

2025-08-04 15:39:27+04:00

საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიამ დასკვნის საბოლოო პროექტის შინაარსი განიხილა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რიგი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ლეგიტიმურობას. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე საბოლოო დასკვნა არ გასაჯაროვდება, რადგან თავდაპირველად მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგ 430-გვერდიანი დოკუმენტის შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.