მოსამართლე, ნინო სახელაშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა - რაზე ისაუბრა დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა.