ძლიერი წვიმის გამო, პეკინის უმეტეს ნაწილში უსაფრთხოების მაქსიმალური დონე გამოცხადდა.უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს აუცილებელი საჭიროების გარდა საცხოვრებლები არ დატოვონ.მათივე ცნობით, ქვეყნის სამხრეთ პროვინცია გუანდუნგში, შაბათ-კვირას, მასშტაბური სამძებრო ოპერაციის შემდეგ, რომელშიც 1300-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა, ხუთი ცხედარი იპოვეს, რომლებიც წყალდიდობის ემსხვერპლნენ.ივლისის ბოლოს პეკინში რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა.