დიდი ბრიტანეთი ღაზას სექტორიდან 300 ბავშვის ევაკუაციას განახორციელებს - Palitra News

დიდი ბრიტანეთი ღაზას სექტორიდან 300 ბავშვის ევაკუაციას განახორციელებს

2025-08-04 12:43:26+04:00

დიდი ბრიტანეთი ღაზას სექტორიდან 300 ბავშვის ევაკუაციას განახორციელებს.როგორც ცნობილია, განხორციელდება დაშავებული და მძიმე დაავადებების მქონე ბავშვების ევაკუაცია, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში გამოცხადდება.თითოეულ ბავშვთან ერთად შეძლებს, წავიდეს მისი ერთ-ერთი მშობელი ან სხვა მზრუნველი პირი, ასევე განიხილება ძმებისა და დების ევაკუაციის შესაძლებლობა. დასტურამდე დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს უსაფრთხოებისა და ბიომეტრიულ შემოწმებებს.ბრიტანეთის მთავრობაში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ამზადებენ ღაზის სექტორიდან უფრო მეტი ბავშვის ევაკუაციის გეგმებს, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.