უცხოური მედიის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში რკინიგზის სადგურს დრონებით თავს დაესხნენ. უკრაინული დრონების თავდასხმამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა და ხანძარი გამოიწვია.
უცხოური მედიის ცნობით, თავდასხმის გამო სარკინიგზო გადაადგილება დროებით შეიზღუდა. ამასთან, ქალაქ ვოლგოგრადის რეგიონულ აეროპორტში ავიარეისები რამდენიმე საათით შეჩერდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.