თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. უფრო კონკრეტულად კი, გასულ სხდომაზე საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის დაკითხვა დაიწყეს, სწორედ, მისი ჩვენების მიცემით გაგრძელდება დღევანდელი სხდომა.