საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიამ დასკვნის საბოლოო პროექტის შინაარსი განიხილა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კომისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რიგი ოპოზიციური პარტიების კანონის დონეზე აკრძალვის ლეგიტიმურობას. კომისია თავდაპირველად "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა.